უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო შეთანხმება მაისამდე მზად იქნება

უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმება მაისამდე უნდა გაფორმდეს. როგორც პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის მრჩეველი ოლქის არესტოვიჩი აცხადებს, მაისის თვე მაქსიმუმი იქნება.

„ვფიქრობ, არაუგვიანეს მაისისა,  ჩვენ უნდა გვქონდეს სამშვიდობო შეთანხმება. ან სამშვიდობო შეთანხმება იქნება მიღწეული ძალიან სწრაფად, ერთ-ორ კვირაში, ჯარების აყვანით და ყველაფრით, ან იქნება მაგალითად, სირიელების მოგროვების მცდელობა მეორე რაუნდისთვის და როდესაც ჩვენ მათ დავფქვავთ, აპრილის შუა რიცხვებისთვის ან აპრილის ბოლოს იქნება შეთანხმება“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

რუსეთ-უკრაინული მოლაპარაკება, ვირტუალურ რეჟიმში დღესაც გაგრძელდება.

მსგავსი თემები