საქართველოში მუდმივი ბინადრობის უფლება არ გაიცემა

უცხოელებისთვის ბინადრობის მინიჭების პროცედურა გამკაცრდება. ისინი მუდმივი ბინადრობის მოწმობის ნაცვლად საქართველოში ცხოვრებას მხოლოდ 5 წლის ვადით მიიღებენ.

აღნიშნული განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ბრიფინგზე გააკეთა.

„დღეის მდგომარეობით, 300 000 ლარის ინვესტიციის საფუძველზე ბინადრობის უფლების განუსაზღვრელი ვადით მიღებაა შესაძლებელი. ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით კი 300 000 ლარი 300 000 დოლარით შეიცვლება, მუდმივი ბინადრობის უფლება კი 5 წლიანი ვადით. აღნიშნულ პოზიციას სრულად იზიარებს პრეზიდენტობის კანდიდატი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი და ამ პათოსს სწორად გაიტანს უცხოეთში”,- აღნიშნა კალაძემ.

„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს საქართველოს პარლამენტი დღეს, მეოტრე მოსმენით განიხილავს

მსგავსი თემები