,,პრეზიდენტი პუტინი და მისი მოკავშირეები სათანადო ვერდიქტებს მიიღებენ“- ზელენსკი

„უნდა გადავდგათ ყველა საჭირო ნაბიჯი ერთად, რათა შევეწინააღმდეგოთ ყველა დანაშაულს და უსამართლობას, რომელიც რუსეთის აგრესიის დროს იყო ჩადენილი,”- ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლვოვში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ზელენსკიმ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსა და პროკურორებს მოუწოდა, დროულად გამოიძიონ რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულებები.

„უკრაინამ და მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ უნდა გადავდგათ ყველა საჭირო ნაბიჯი ერთად, რათა შევეწინააღმდეგოთ ყველა დანაშაულს და უსამართლობას, რომელიც რუსეთის აგრესიის დროს იყო ჩადენილი. ამან გააერთიანა ცივილიზებული სამყარო და ამან უნდა დაადასტუროს, რომ საერთაშორისო კანონი მოქმედებს, და რომ პრეზიდენტი პუტინი და მისი მოკავშირეები სათანადო ვერდიქტებს მიიღებენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები