დევნილი ოჯახებისთვის სახელმწიფო 400 ბინას შეისყიდის 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, მენაშენეებისგან 400 ბინას შეისყიდის. ​მენაშენეებისთვის ღია კარის დღე 8 ნოემბერს გაიმართება, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ, კონკურსის შესახებ, ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ.

დევნილთათვის ბინების შესყიდვა კონკურსის წესით განხორციელდება. მენაშენეების საკონკურსო წინადადებების მიღება 5 ნოემბერს დაიწყო და 16 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

საცხოვრებელი ფართების შესყიდვის კონკურსი სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდების საშუალებით გამოცხადდა.

იხილეთ ბმული:
https://goo.gl/w8S6Nd

მენაშენეების პროექტის ფარგლებში, 2013 წლიდან დღემდე, სამინისტრომ დევნილებისთვის უკვე 2394 ბინა შეისყიდა.

მსგავსი თემები