საქართველოს დემოკრატიის ინდექსი გაუარესდა – ახალი კვლევა

ანალიტიკურმა კვლევითმა ორგანიზაციამ The Economist Intelligence Unit-მა 2019 წლის დემოკრატიის ინდექსი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც  საქართველო 165 ქვეყანას შორის, 2018 წლის მსგავსად ისევ 89-ე ადგილს იკავებს, თუმცა 0.08 ქულით  შეფასება გაუარესებულია და საქართველოს საერთო ქულა 5.42-ია. 2018 წელს კი, ეს მაჩვენებელი 5.50 იყო.

საქართველო ისევ ჰიბრიდული რეჟიმის კატეგორიაშია. საქართველოს მეზობლებს შორის ყველაზე კარგი მაჩვენებელი სომხეთს აქვს და ის 86-ე ადგილზეა. 110-ე ადგილზეა თურქეთი,  ისინი საქართველოს მსგავსად ჰიბრიდულ რეჟიმად არიან მოხსენიებული. 147-ე ადგილზეა აზერბაიჯანი, 134-ე ადგილზე რუსეთი. ეს 2 ქვეყანა კი ავტორიტარული რეჟიმების კატეგორიაშია.

დემოკრატიის ინდექსის პირველ ხუთეულშია ნორვეგია, ისლანდია, შვედეთი, ახალი ზელანდია და ფინეთი.

ბოლო ხუთეულში კი ჩადი, სირია, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და ჩრდილოეთ კორეა.

მსგავსი თემები