საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 იანვრიდან 25 იანვრამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, მთაში და მაღალ მთაში ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი, დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.

სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა მთიან ზონებში, შესაძლოა, ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

მსგავსი თემები