სატყეო სააგენტო უნდა იყოს ცალკე ორგანო – თეიმურაზ კანდელაკი  

​ორგანიზაციამეტყევეთა საზოგადოების” პრეზიდენტი თეიმურაზ კანდელაკი, ხე-ტყის უკანონო ჭრის აღკვეთასთან დაკავშირებით ხელისუფლებას რამდენიმე რეკომენდაციას აძლევს, მათ შორის,  ​სატყეო სააგენტოს, გარემოსა და სოფლის მეურნეობის დაცვის სამინისტროდან გამოყოფას და მის დამოუკიდებელ ორგანოდ ჩამოყალიბებას ასახელებს.

​”სატყეო სააგენტო უნდა იყოს ცალკე ორგანო, მას არაფერი ესაქმება გარემოს დაცვის სამინისტროს შემადგენლობაში. გარემოს დაცვის სამინისტრო იყო მაკონტროლებელი ორგანო, ახლა ის ჭრის კიდეც, გეგმავს კიდეც და აკონტროლებს კიდეც. სატყეო მეურნეობის ორგანოს ჰქონდა მონიტორინგის ფუნქცია და რეგიონული სამსახურები, დღეს ეს ყველაფერი მოშლილია. 2016 წლის მონაცემებით, 88 ჰექტარით არის შემცირებული სვანეთის ტყის ფონდი”, – აცხადებს თეიმურაზ კანდელაკი.

​მეტყევე საუბრობს ტყის მასივების გაჩანაგების სხვადასხვა მიზეზებზე, მათ შორის დაავადებების გავრცელებაზე, რის შედეგადაც, საქართველოში ხეების უნიკალური ჯიშები ნადგურდება.

მისივე თქმით, მარტო ტყის გაჩეხვა არ არის ტყეების დაცვითი ფუნქციის დაკარგვის მიზეზი, ძალიან ცუდი მდგომარეობაა თავად ტყეებში – გავრცელებული დაავადებები, ხანძრები…

“საქართველოს ტყეები არის მთის ტყეები და ასრულებენ ნიადაგის დაცვისა და ეკოლოგიურ ფუნქციას. საბჭოთა პერიოდში დიდი ყურადღება ექცეოდა ამ ფაქტორს და მაშინ ქვეყანაში ყოველწლიურად 5 მლნ -მდე კუბამტრი ხე-ტყე შემოდიოდა რუსეთიდან”, – აცხადებს მეცნიერი.

მსგავსი თემები