სალომე ზურაბიშვილს საერთაშორისო დიპლომატიის დიდი გამოცდილება აქვს – დავით ჭიჭინაძე  

​მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან“ გარიცხული დეპუტატი დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ “ქართულ ოცნებას” აქვს საკმაოდ მაღალი რეიტინგი მოსახლეობაში და საპრეზიდენტო არჩევნებში მათ მიერ წარდგენილი კანდიდატი გამარჯვებას ადვილად მოიპოვებდა, ამდენად, მისთვის გაუგებარია, რატომ თქვა მმართველმა პარტიამ უარი პოლიტიკურ ბრძოლაზე.

​როგორც მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მიმართ ის დადებითად არის განწყობილი და მიაჩნია, რომ მისი გამოცდილება დადებითი ფაქტორია ხელისუფლებისთვის.

მისივე თქმით, საერთაშორისო დიპლომატიაში გამოცდილების თვალსაზრისით ქართველი ახალგაზრდა დიპლომატები ბევრად ჩამორჩებიან სალომე ზურაბიშვილს.

“სალომე ზურაბიშვილის მიმართ სიმპატია არსებობს, რადგან მას აქვს საერთაშორისო დიპლომატიის დიდი გამოცდილება აქვს, მან ეს 2005 წელს დაამტკიცა კიდეც როდესაც რუსეთის სს მინისტრთან სერგეი ლავროვთან საკმაოდ წარმატებული მოლაპარაკებები ჰქონდა. ჩემთვის ცოტა გაუგებარია დემოკრატიულობის საბაბით, მმართველი პარტიის საპრეზიდენტო არჩევნებში არ მონაწილეობა. არჩევნები თავისი არსით უკვე დემოკრატიას ასახავს და იმ მოტივით, რომ ჩვენ ვიღაცას, რაღაცას ვუთმობთ ჩემთვის ცოტა გაუგებარია, პოლიტიკური გუნდი, პოლიტიკური პარტია უნდა იყოს იმაზე მომართული, რომ ქვეყანაში აიღოს ყველაფერზე პასუხისმგებლობა”, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

მსგავსი თემები