“საკრებულოს მანდატს არ დავტოვებ, მანდატი მაქვს ხალხისგან” – ერეკლე კუხიანიძე

თბილისის საკრებულოს წევრი, ერეკლე კუხიანიძე აცხადებს, რომ საკრებულოს მანდატს არ დატოვებს, რადგან მანდატი მას ხალხისგან აქვს. 

ამასთან, როგორც კუხიანიძემ განაცხადა, ის პარტიიდან მოიშორეს. 

„როგორც ამბობენ, გავურიცხივარ. რეალურად, პარტიაში არ ვყოფილვარ, თუმცა გუნდის წევრი ვიყავი. მათ ჩათვალეს, რომ მე გავაუარესე მდგომარეობა და მომიშორეს. პრობლემა არ მაქვს. ყველა შეცდომის გამოსწორებას ვცდილობდი. ეს არის მათი გადაწყვეტილება. პატივს ვცემ. მე ვიცი, მათ რა უნდათ. ეს არის ერთადერთი გუნდი და ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც გადაარჩინა ქვეყანა. მათ ჰქონდათ რაღაც შეცდომები. ისინი ვერ გამოვიდნენ იმ ნარატივიდან, მათ მისცეს საშუალება ყავისფერ ჭირს, თავი წამოეყო, იმ ხოშტარიასა და ხაბეიშვილისნაირ ჭინკებს. მათ ამის საშუალება მისცეს და მე ვეცდები, ეს გამოვასწორო. შესაძლოა, ჩვენ სხვადასხვა გუნდებში ვიყოთ, მაგრამ იდეა არის ერთი.

მე თანამდებობა დამატოვებინეს. მანდატს ალბათ არ დავტოვებ. ამ მანდატს არ გამოვიყენებ, როგორც სხვები, რომლებიც თავის ყოფილ გუნდს აგინებენ. მე ამ მანდატს გამოვიყენებ იმისთვის, რის გაკეთებასაც ვფიქრობ. ვფიქრობ, რომ მართალი ვარ. ეს მანდატი მაქვს ხალხისგან. მე საკმარისი დამსახურება მაქვს ამ ქვეყნის წინაშე“, – განაცხადა ერეკლე კუხიანიძემ.

ერეკლე კუხიანიძეს “ქართული ოცნება” პარტიიდან გარიცხავს, მაგრამ საკრებულოში დარჩება. გადაწყვეტილება უმრავლესობამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

ერეკლე კუხიანიძის გადადგომას ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე გაკეთებული განცხადებების გამო ოპოზიცია ითხოვდა.

https://mcm.ge/http-mcm-ge-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%9d%e1%83%aa%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90%e1%83%9b-%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%99%e1%83%9a%e18/

მსგავსი თემები