“დახურულ ჯგუფში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს მე და ჩემმა კოლეგებმა შეურაცხყოფა მივაყენეთ აქციის წევრებს” – მამუკა მდინარაძე

„ როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ პრორუსულ ძალებთან ერთად დაორგანიზებულ აქციას გააკრიტიკებს ვინმე, ეს სპეკულიურებისთვის არ უნდა გამოვიყენოთ “, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ  მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

დეპუტატის განცხადებით, სხვადასხვა დახურულ ჯგუფში „ქართული ოცნების“ წევრების შესახებ „ფეიქ ნიუსები“ ვრცელდება. მისი თქმით, აქციაზე მდგომი საზოგდოებისთვის შეურაცხყოფა, უმრავლესობის წევრებს არ მიუყენებიათ.

„სპეკულირებენ, რომ თითქოს გუშინ ირაკლი კობახიძემ განაცხადა – ხალხი იქ კი არ არის, ჩვენს უკან დგას-ო. ასეთი რამ მას არ უთქვამს. როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ პრორუსულ ძალებთან ერთად დაორგანიზებულ აქციას გააკრიტიკებს ვინმე, ეს სპეკულიურებისთვის არ უნდა გამოვიყენოთ. მაგალითად დღეს, მთელი დღე სხვადასხვა დახურულ ჯგუფში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს მე და ჩემმა კოლეგებმა შეურაცხყოფა მივაყენეთ აქციის წევრებს, რაც არის „ფეიქ ნიუსები“ და ამ ტყუილებით ცდილობენ საზოგადოებაში რაღაც ემოციური ფონის შექმნას. ეს არის ბინძური კამპანია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები