საბავშვო ბაღის აღმზრდელი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს

თბილისში საბავშვო ბაღის პედაგოგი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. 44 წლის ქალბატონს დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება სამართალდამცველებმა სამალავში აღმოუჩინეს. ის პოლიციამ საკუთარი სახლიდან აიყვანა. დაკავებული თბილისის 25-ე საჯარო ბაგა-ბაღის აღმზრდელია, სადაც ის ბოლო 4 წლის განმავლობაში მუშაობდა.

პედაგოგს 130 აბი ბეპრენორფინის შემცველი სუბოტექსი აღმოუჩინეს, მას ამ დროისათვის შეჩერებული აქვს საქმიანობის უფლება და თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

პედაგოგს კოლეგები და აღსაზრდელთა მშობლები დადებითად ახასიათებენ და ამბობენ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში მისთვის საეჭვო არაფერი შეუნიშნავთ.

საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 44 წლის პედაგოგს, 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მსგავსი თემები