„სააკაშვილი არის კალიგულასა და ნერონის მსგავსი პერსონაჟი“- გედავნ ფოფხაძე

„ნაციონალური მოძრაობა“ იყო კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც ცდილობდა  შეურაცხადი სააკაშვილისთვის იდილია მოეწყო. ესაა კალიგულას და ნერონის მსგავსი პერსონაჟი“- ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.

ფოფხაძე საზოგადოებას გონივრული არჩევნების გაკეთებისკენ მოუწოდებს და თვლის, რომ პოლიტიკური ველი უნდა გაიწმინდოს, როგორც „ქართული ოცნების,“ ასევე „ნაციონალური მოძრაობისგანაც:” „ჩემთვის მიუღებელია ორივე პოლიტიკური ძალა, საქართველო დღეს ბიძინა ივანიშვილის „შპს“-დ იქცა, ნაციონალური მოძრაობის დროს კი, რაც ხდებოდა ყველამ კარგად ვიცით. ესენი ცდილობენ სხვა პოლიტიკური ძალისთვის ადგილი არ დატოვონ.“- განაცხადა გედევან ფოფხაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი თემები