რუსთავი-ლილოს ავტომაგისტრალზე ავარიას ოთხი წლის ბავშვი და შუა ხნის ქალი ემსხვერპლა

რუსთავი-ლილოს ავტომაგისტრალზე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია ოთხი წლის ბავშვი და შუა ხნის ქალი. ავარიის შედეგად დაშავდა ხუთი ადამიანი, მათ შორის 10 წლის მოზარდი.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მსგავსი თემები