რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატ მიხაილ ტიმონოვს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ იგი თავის Facebook გვერდზე წერს.
“ტესტის ხელმეორედ ჩატარების შედეგად, რომელიც სამშაბათს ჩავაბარე, რეზულტატი დადებითი აღმოჩნდა”, – წერს იგი. მისი თქმით, პირველმა ტესტმა, რომელიც 3 აპრილს ჩაუტარდა, უარყოფითი შედეგი აჩვენა.
იგი აღნიშნავს, რომ 1 აპრილს სახელმწიფო დუმის რიგგარეშე სხდომაზე იმყოფებოდა. მაშინ, სხდომის სპიკერმა განაცხადა, რომ ტესტი ყველა დეპუტატს ჩაუტარდა და ყველას რეზულტატი უარყოფითი აღმოჩნდა.
”მაშინ რატომ განაცხადა მან, რომ ყველა იმ მყოფი ჯანმრთელი იყო? ვინ და როდის წარუდგინა მას ეს ინფორმაცია, რომელიც სამედიცინო საიდუმლოს წარმოადგენს? ჯერ დეპუტატებმა რატომ არ მიიღეს ინფორმაცია თავიანთი ჯანმრთელობის შესახებ?”, – წერს ტიმონოვი.