რუსეთის დუმის დეპუტატს Covid-19 დაუდგინდა

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატ მიხაილ ტიმონოვს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ იგი თავის Facebook გვერდზე წერს.

“ტესტის ხელმეორედ ჩატარების შედეგად, რომელიც სამშაბათს ჩავაბარე, რეზულტატი დადებითი აღმოჩნდა”, – წერს იგი. მისი თქმით, პირველმა ტესტმა, რომელიც 3 აპრილს ჩაუტარდა, უარყოფითი შედეგი აჩვენა.

იგი აღნიშნავს, რომ 1 აპრილს სახელმწიფო დუმის რიგგარეშე სხდომაზე იმყოფებოდა. მაშინ, სხდომის სპიკერმა განაცხადა, რომ ტესტი ყველა დეპუტატს ჩაუტარდა და ყველას რეზულტატი უარყოფითი აღმოჩნდა.

​”მაშინ რატომ განაცხადა მან, რომ ყველა იმ მყოფი ჯანმრთელი იყო? ვინ და როდის წარუდგინა მას ეს ინფორმაცია, რომელიც სამედიცინო საიდუმლოს წარმოადგენს? ჯერ დეპუტატებმა რატომ არ მიიღეს ინფორმაცია თავიანთი ჯანმრთელობის შესახებ?”, – წერს ტიმონოვი.

მსგავსი თემები