საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 208-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 208-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4674 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 362 პირი.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების რიცხვი 20-ით გაიზარდა.

ინფორმაციისთვის, 208 ადამიანიდან 46 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა.

მსგავსი თემები