სააკაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, თუმცა საყურადღებო რჩება ფსიქოემოციური, ნევროლოგიური სტატუსი – ზურაბ ჩხაიძე

„ვივამედის“ სამედიცინო დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, თუმცა ფსიქოემოციური და ნევროლოგიური სტატუსი კვლავ საყურადღებოა.

„მოგეხსენებათ, გუშინ პაციენტი მოინახულეს სახალხო დამცველის აპარატთან არსებულმა კონსილიუმის წევრმა ექიმებმა და გასინჯეს. მათ ნახეს კვლევის შედეგებიც. კონსილიუმის ექიმებთან ერთად, ვისაუბრეთ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. შეხვედრა იყო პროდუქტიული, შედეგიანი, კოლეგიალური. რა თქმა უნდა, პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, სტაბილურია, სასიცოცხლო პარამეტრებიც ნორმის ფარგლებშია, თუმცა ამ ეტაპზე, ფსიქოემოციური და ნევროლოგიური სტატუსი საყურადღებო რჩება. ასევე საყურადღებოა გარკვეული კვლევის შედეგები, რის გამოც გრძელდება მეთვალყურეობა და მკურნალობა ხდება სტაციონარის პირობებში“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

მსგავსი თემები