“როცა ტურიზმი გაიხსნება, აუცილებლად იქნება შემთხვევების მატება, მაგრამ ეს კატასტროფად არ უნდა აღვიქვათ” – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოს ყველა პირობა აქვს, რომ კორონავირუსის მეორე ტალღას ძალიან წარმატებულად შეხვდეს.

„როცა ტურიზმი გაიხსნება, აუცილებლად იქნება შემთხვევების მატება, მაგრამ, მინდა, დავამშვიდო მოსახლეობა, რომ ეს არ უნდა აღვიქვათ როგორც კატასტროფა, ის, რაც დაარღვევს ჩვენს ცხოვრების რიტმს, ხელს შეუშლის ჩვენი ეკონომიკის რეცესიიდან გამოსვლას. პაციენტების გარკვეულ, გონივრულ რაოდენობას, იქნება დღეში ახალი 10 პაციენტი, თუ 20, ჩვენი კლინიკური სექტორი თავისუფლად გაუმკლავდება. თუმცა, არ უნდა მივეცეთ თვითკმაყოფილებას და თავისუფლება გონივრულობის ფარგლებში გამოვიყენოთ“,- განუცხადა ცერცვაძემ საქართველოს პირველ არხს.

მსგავსი თემები