პოლიცია გოში 14 წლის წინ გატაცებული 11 წლის ბავშვის ცხედარს ეძებს

გორში, ე.წ. ახალ ბაღში სამართალდამცველები მუშაობენ. პარკში ყველა შესასვლელი გადაკეტილია და უცხო პირებს არ უშვებენ. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია ბაღში 14 წლის წინ გატაცებული 11 წლის ბავშვის ცხედარს ეძებს. სავარაუდოდ, ცხედრის ადგილსამყოფელი გატაცების საქმის ფიგურანტმა იაგო ნებიერიძემ მიუთითა, რომელიც ამჟამად 9 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით არის დაპატიმრებული. ადგილზე გატაცებული ბავშვის ოჯახის წევრებიც იმყოფებიან
ინფორმაციას არ ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და აცხადებს, რომ განცახდებას საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდგომ გააკეთებენ .

მსგავსი თემები