პედაგოგთა ხელფასი 1500-1800 ლარამდე გაიზრდება – მიხეილ ბატიაშვილი

“2019 წლის მაისის თვეში, საზოგადოებას წარვუდგენთ კონკრეტულ გეგმას, როგორ მოხდება პედაგოგების ხელფასების ზრდა მათი გამოცდილების და დამსახურების გათვალისწინებით”, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პალამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, პედაგოგთა ხელფასების ზრდა 2019 წლის სექტემბრიდან ეტაპობრივად დაიწყება და 1500-1800 ლარამდე გაიზრდება.

„როგორც არაერთხელ დავაანონსეთ, 2019 წლის მაისის თვეში, საზოგადოებას წარვუდგენთ კონკრეტულ გეგმას, როგორ მოხდება პედაგოგების ხელფასების ზრდა მათი გამოცდილების და დამსახურების გათვალისწინებით.

როგორც განვაცხადეთ, ხელფასების ზრდა იქნება ეტაპობრივი, – დაიწყება 2019 წლის სექტემბრიდან და ტენდენცია შენარჩუნდება მომდევნო წლებშიც ისე, რომ 2021-2022 წლისთვის, პედაგოგის საშუალო ხელფასი წარმოადგენდეს 1500-1800 ლარს.

ხელფასების ზრდა, პედაგოგების გარდა, შეეხებათ სკოლის დირექტორებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს“, – განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი თემები