,,ბევრი ადამიანის მიზანი, ვინც აქციას ხელმძღვანელობდა, იყო უბრალოდ აქციის დაშლა, საპროტესტო მუხტის ჩაცხრობა”- იაგო ხვიჩია

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია გუშინ, თბილისში გამართულ აქციას აფასებს. ხვიჩიას განცხადებით, აქციის ორგანიზატორებს წარმატებით გამოუვიდათ საპროტესტო მუხტის ჩაცხრობა.

„აქცია წარმატებული იყო იმ თვალსაზრისით, რომ თუ გინდოდა ადამიანებში საპროტესტო მუხტის ჩაცხრობა და მიტინგის წარმატებულად დაშლა ისე, რომ 100 000-კაციანი მიტინგიდან 10 დღეში არაფერი დარჩენილიყო, ეს ირგანიზატორებს კარგად და წარმატებით გამოუვიდათ. ბევრი ადამიანის მიზანი, ვინც აქციას ხელმძღვანელობდა, იყო უბრალოდ აქციის დაშლა, საპროტესტო მუხტის ჩაცხრობა და არა ის, რაც იყო გაცხადებული, ხელისუფლების შეცვლა და ასე შემდეგ. შესაბამისად, ხალხს, რომელსაც უნდოდა სამართლიანი პროტესტი ჩაეცხრო, ადამიანებს იმედები გაცრუებოდა და სახლში წასულიყვნენ, წარმატებით გამოუვიდათ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი თემები