ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება საქართველოსთან ე.წ საზღვარს რამდენიმე დღით კეტავს. მიზეზი „დამოუკიდებლობის აღიარების“ 11 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებებია.
ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ცნობით, დღეს, 20:00 საათიდან ე.წ. საზღვარზე მოქალაქეთა გამარტივებული გასვლის პუნქტებში ხალხის გაშვება შეწყდება.
„გამშვები პუნქტების ჩვეულებრივი მუშაობა განახლდება 27 აგვისტოს დილის 06:00 საათზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.