“მოსახლეობას ვაქცინის არ უნდა ეშინოდეს, ის ნებაყოფლობითი იქნება” – ბიძინა კულუმბეგოვი

“თუ რამე ბიოლოგიური წინაღობა არ შეიქმნა, ვაქცინა შეიქმნება და ის აუცილებლად ნებაყოფლობითი იქნება”, – ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

კულუმბეგოვი დარწმუნებით ამბობს, რომ ვაქცინა უსაფრთხო იქნება.

„თუ მეც დავრწმუნდები იმაში, რომ ვაქცინა უსაფრთხო იქნება (დარწმუნებული ვარ ასეც იქნება), მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ ადამიანურ, მარტივ ენაზე ყველას ავუხსნა, მე მივცე მაგალითი, რომ ის უსაფრთხო და კარგია. თუ რაიმეში ეჭვი შემეპარება, ამას ვიტყვით. მოსახლეობას ვაქცინის არ უნდა ეშინოდეს. აცრა იქნება ნებაყოფლობითი და ვისაც სურვილი ექნება ხარისხიან, კარგ ვაქცინას გაიკეთებს“, – აღნიშნა კულუმბეგოვმა.

მსგავსი თემები