„მნიშვნელოვანია, მარიხუანა შავ ბაზარზე როგორ გაკონტროლდება“ – ეთნიკური უმცირესობების პოზიცია  

„მარიხუანას თემა ეთნიკურ უმცირესობებს არც ზღუდავს და არც ანვითარებს. შესაბამისად, უმცირესობებში კონსოლიდირებული აზრი არ არსებობს კარგია თუ ცუდი. მთავარია ის, რომ არაერთი რისკი არსებობს და მათ შორის, მთავარი რისკი „შავი ბაზარია”. ვინც სამედიცინო მარიხუანას ზრდის, შესაძლებელია, თრობის მქონე მარიხუანაც გაზარდოს“, – განაცხადა “მრავალეროვანი საქართველოს” წარმომადგენელმა  ამირან გელაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ და იმ ძირითად რისკებზე ისაუბრა, რაც მარიხუანას კულტივაცია-ექსპორტთან არის დაკავშირებული.

მისი თქმით, ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან არსებობს საკმაოდ მწირია, რაც რეალური პოზიციის ჩამოყალიბებას ხელს უშლის.

„ამ თემასთან დაკავშირებით  საქართველოში ინფორმაცია საკმაოდ ქაოტურია. არ არის ახსნილი და გარკვეული, რა არის სამედიცინო მარიხუანა – კანაფი. ძალიან დიდი განსხვავებაა ჩვეულებრივ კანაფსა და იმ კანაფს შორის რომელიც სამედიცინო კუთხით მოიხმარება. თუ სამედიცინო მარიხუანას ექსპორტზე ვსაუბრობთ, რომელიც თრობის მქონე ნივთიერებას არ შეიცავს, ამ შემთხვევაში რეალური პრობლემა შეიძლება ვერ დავინახოთ.  საინტერესოა, როგორც მოხდება გაკონტროლება, რომ არასრწლოვნების მხრიდან  მარიხუანას მოხმარება არ გაიზარდოს“, – აღნიშნა  გელაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

„მრავალეროვანი საქართველოს“  წარმომადგენელი „შავ ბაზარზეც“ საუბრობს და ამბობს, რომ მისი  კონტროლი წარმოუდგენელია.

„ერთ-ერთი რისკი სწორედ „შავი ბაზარია“.  რამდენად იქნება შესაძლებელი, რომ შავი ბაზარი არ იყოს მომარაგებული ახალი მარიხუანით. ასევე საინტერესოა, ამ თემით რამდენიმე ადამიანი იხეირებს  თუ სხვა  სოციალურ ფენებსაც ექნებათ წვდომა და იხეირებს საზოგადოებაც. არის რისკი, რომ ვინც გაზრდის სამედიცინო მარიხუანას, ასევე გაზარდოს  თრობის მქონე მარიხუანა და თუ ის შავ ბაზარზე მოხვდება, ეს რა თქმა უნდა დამაზიანებელია“.

„მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენელი ფიქრობს, რომ 100%-იანი კონტროლი გართულდება: „რეალურად, ყველაფრის კოტროლი წარმოუდგენელია. 100%-ით ყველას და ყველაფრის დაცვა საკმაოდ თამამი განცხადებაა. ღია სივრცეში ყველა მხარის ზარი უნდა იყოს მოსმენილი და გათვალისწინებული“.

მსგავსი თემები