“მის უწმინდესობასთან ნამდვილად შთამაგონებელი შეხვედრა მქონდა” – ნიკოლ ფაშინიანი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. შეხვედრის შესახებ ფაშინიანმა „ტვიტერში“, საკუთარ გვერდზე დაწერა.

“ნამდვილად შთამაგონებელი შეხვედრა მქონდა მის უწმინდესობასთან, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან. არსებობს მკაფიო შესაძლებლობა, რათა დავგეგმოთ ჩვენი ქვეყნების მომავალი ერთად, მიუხედავად ყველა არსებული საფრთხისა რეგიონში“, – დაწერა ნიკოლ ფაშინიანმა.

Nikol Pashinyan@NikolPashinyan

Had a truly inspirational meeting with His Holiness and Beatitude, Cathalicos-Patriarch of All #Georgia Ilia II. There is a clear opportunity to start planning the future of our countries together, despite all existing threats in the #region.

View image on Twitter

მსგავსი თემები