დიღმის საველე ჰოსპიტალში პირველი პაციენტები მოათავსეს

საველე ჰოსპიტალში პირველი პაცინეტები განათავსეს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განმარტებით, რა ტიპის სიმძიმის პაციენტები არიან ამ დროისთვის მოთავსებულები საველე ჰოსპიტალში.

“საველე ჰოსპიტალში პაციენტების მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. აქ არიან მოთავსებულები პაციენტები, რომლებსაც სჭირდებათ დამატებით ჟანგბადი, მაგრამ მათი მდგომარეობა კვლავაც სტაბილურია და საველე ჰოსპიტლის პირობებში მკურნალობა შესაძლებელია. ეს ასეც იყო დაგეგმილი. მძიმე პაციენტების გადაყვანა ჰოსპიტლებში არც იგეგმებოდა“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ამ დროისთვის დიღმის საველე ჰოსპიტალში 9 პაციენტია მოთავსებული.

მსგავსი თემები