მთავრობის ეფექტიანობა მარტო პერსონებზე არ არის დამოკიდებული – გუგული მაღრაძე

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, მთავრობის ახალ შემადგენლობის საბოლოო ვარიანტს ხვალ წარმოადგენს. საპარლამენტო უმრავლესობაში აქვთ მოლოდინი, რომ პრემიერის ძირითადი ხედვა მიმართული იქნება მთავრობის ეკონომიკური გუნდის გადახალისებისკენ.

როგორც მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე გუგული მაღრაძემ განაცხადა, საპარლამენტო უმრავლესობა სრულ ნდობას უცხადებს პრემიერს და მის მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს მხარს დაუჭერს.

“ჩვენ ვენდობით პრემიერს და ვინც მიაჩნია მას, რომ კარგად იმუშავებს, მხარს დავუჭერ იმ კანდიდატებს. ჩვენ გვაქვს ეს პრინციპი, ვირჩევთ პრემიერს და ის აკომპლექტებს მთავრობას. მას უნდა ჰყავდეს მინისტრთა კაბინეტში ის ადამიანები, რომლებთან ერთადაც წარმატებით დაძლევს პრობლემებს. მთავრობის ეფექტიანობა მარტო პერსონებზე არ არის დამოკიდებული. ის დამოკიდებულია სტრუქტურებზე, მართვის ფორმაზე. ცხოვრება იცვლება, წინ მიდის და იცვლება მოთხოვნებიც. ჩვენ ვართ საკმაოდ სწრაფი განვითარების ქვეყანა და გვაქვს შეცდომების მაღალი ალბათობა”, – აცხადებს გუგული მაღრაძე.

დეპუტატი ამ ეტაპზე ძალოვანი მინისტრების შეცვლის საჭიროებას ვერ ხედავს, თუმცა, დასძენს, რომ ეს პრემიერის გადასაწყვეტია, ვის შეცვლის და ვის დატოვებს.

მსგავსი თემები