მევლუთ ჩავუშოღლუ საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლაში თანადგომისთვის მადლობას უხდის

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ ქართველი კოლეგის, დავით ზალკალიანის „ტვიტერის“ გვერდზე გაკეთებულ განცხადებას უპასუხა, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თურქ ხალხს კორონავირუსთან ბრძოლაში სოლიდარობას უცხადებს.

მევლუთ ჩავუშოღლუ საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლაში თანადგომისთვის მადლობას უხდის.

„კორონავირუსთან ბრძოლაში მხარდასაჭერად, თბილისის ანძა თურქეთის დროშის ფერებში განათდა. ჩვენს მეგობარ საქართველოს მადლობას ვუხდით“, – წერს მევლუთ ჩავუშოღლუ „ტვიტერის“ გვერდზე.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მსგავსი თემები