“ვთხოვ ეკლესიას, მოუწოდონ მოსახლეობას, წლევანდელი აღდგომა სხვა ფორმატით ჩავატაროთ” – ამირან გამყრელიძე

“შემთხვევების რაოდენობა ყოველდღიურად იმატებს ჩვენთან და ბოლო სამ დღეში უკვე ორჯერ გვქონდა ნახტომისებური ზრდა”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, დღეს დიდი საფრთხის წინაშე ვართ, რადგან მრავლდება შიდა გადაცემის ფაქტები და ისეთიც, სპეციალისტები პირველწყაროზე რომ ვერ გადიან.

„დღეს მე უმორჩილესად ვთხოვ საქართველოს მოსახლეობას, ნუ წავალთ და ნუ შევიკრიბებით ეკლესიებში, ვილოცოთ სახლიდან, ჩვენზე ილოცებენ მამაოები, მღვდელმთავრები. რა თქმა უნდა, იქნება ლიტურგია, მაგრამ ჩვენ ნუ მივიღებთ მონაწილეობას. არიან გამოუვლენელი, დაუდასტურებელი ვირუსის მატარებელი ადამიანები და მასიური თავშეყრის დროს, ინფექციის გავრცელებისა და დაინფიცირების რისკი მაღალია, უმორჩილესად ვთხოვ საქართველოს ეკლესიას, ყველაზე უფრო მაღალრეიტინგულ ინსტიტუციას ქვეყანაში, ჩვენს მღვდელმთავრებს, მოუწოდონ მოსახლეობას, რომ წლევანდელი აღდგომა სხვა ფორმატით ჩავატაროთ. ილოცებენ ისინი და დამერწმუნეთ, ღმერთი უფრო მოწყალე იქნება, თუ ჩვენი ბევრი ქართველი გადარჩება და გადაურჩება ამ ინფექციას“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები