„გუშინ, 19 აგვისტოს მედიასაშუალებებმა ელექტრონულ ფოსტაზე მიიღეს ყალბი დოკუმენტი გარემოს დაცვის რეფორმის შესახებ. როგორც ჩანს, აღნიშნული ქმედება მიზნად ისახავდა მთავრობის დისკრედიტაციასა და წარმოადგენდა პროვოკაციას, რომელსაც, სამწუხაროდ, წამოეგო კიდეც ზოგიერთი გამოცემა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის განცხადებაშია აღნიშნული
“პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური მუდმივ კოორდინაციაშია მედიასაშუალებებთან და კოლეგებს ყოველთვის აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ ან/და გადაამოწმონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მისამართია pressoffice@gov.ge. ვთხოვთ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, იხელმძღვანელონ მხოლოდ აღნიშნული მისამართიდან მიღებული ინფორმაციით, ნუ დაეყრდნობიან ყალბ დოკუმენტებს და ნუ შეუწყობენ ხელს ცრუ ინფორმაციის გავრცელებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
მიმდინარე წლის 19 აგვისტოს, საღამოს მედიასაშუალებებმა და მედიის წარმომადგენლებმა ელექტრონული ფოსტით მიიღეს დოკუმენტი „გარემოს დაცვის რეფორმის კონცეფცია“, რომელიც გაგზავნილია მისამართიდან sakargelo.gov@gmail.com.