“მედიისთვის ელექტრონულ ფოსტაზე ყალბი დოკუმენტის დაგზავნა მთავრობის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად” – პრემიერის პრესსამსახური

„გუშინ, 19 აგვისტოს მედიასაშუალებებმა ელექტრონულ ფოსტაზე მიიღეს ყალბი დოკუმენტი გარემოს დაცვის რეფორმის შესახებ. როგორც ჩანს, აღნიშნული ქმედება მიზნად ისახავდა მთავრობის დისკრედიტაციასა და წარმოადგენდა პროვოკაციას, რომელსაც, სამწუხაროდ, წამოეგო კიდეც ზოგიერთი გამოცემა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის განცხადებაშია აღნიშნული

“პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური მუდმივ კოორდინაციაშია მედიასაშუალებებთან და კოლეგებს ყოველთვის აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ ან/და გადაამოწმონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მისამართია pressoffice@gov.ge. ვთხოვთ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, იხელმძღვანელონ მხოლოდ აღნიშნული მისამართიდან მიღებული ინფორმაციით, ნუ დაეყრდნობიან ყალბ დოკუმენტებს და ნუ შეუწყობენ ხელს ცრუ ინფორმაციის გავრცელებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მიმდინარე წლის 19 აგვისტოს, საღამოს მედიასაშუალებებმა და მედიის წარმომადგენლებმა ელექტრონული ფოსტით მიიღეს დოკუმენტი „გარემოს დაცვის რეფორმის კონცეფცია“, რომელიც გაგზავნილია მისამართიდან sakargelo.gov@gmail.com.

მსგავსი თემები