მაშველებმა ძაღლი, მდინარეში ჩავარდნისგან გადაარჩინეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა, შავი ფერის მეტისი გადაარჩინეს.

როგორც სააგენტოში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, მეტისი, გაგარინის მოედანზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ჯებირს გაუყვა და უკან ვეღარ ბრუნდებოდა. მაშველებმა, ცხოველი თავშესაფარში გადაიყვანეს.

“ჩვენმა მაშველებმა კიდევ ერთ ცხოველს აღმოუჩინეს დახმარება. შავი ფერის მეტისი, როგორც ჩანს, გზიდან ჩამავალი კიბიდან მდინარე მტკვრის ჯებირს გაუყვა და დაიკარგა. როგორც თვითმხილველმა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს შეატყობინა, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, გაგარინის ქუჩის მიმდებარედ, დაბნეული ცხოველი ჯებირის გასწვრივ გადაადგილდებოდა და უკან გამოსვლას ვეღარ ახერხებდა. მაშველებმა ძაღლი უსაფრთხოდ ამოიყვანეს და სტერილიზაციის მიზნით თავშესაფარში გადაიყვანეს,”- განუცხადეს სააგენტოში “მედიაცენტრ მთავარს”.

მსგავსი თემები