“ლუკას მიმართ ძალადობა და იძულება მიმდინარეობდა პოლიციის განყოფილებაში” – გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის ადვოკატი

“ლუკას მიმართ პრობლემა შეიქმნა უშუალოდ განყოფილებაში და განყოფილებაში მიმდინარეობდა მასზე ძალადობა და იძულება, – ამის შესახებ გარდაცვლილი 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის ოჯახის ადვოკატმა რევაზ აჭარაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ დედის ჩვენება არის ერთ-ერთი მტკიცებულება, რომლითაც დაკავებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის ბრალეულობა დასტურდება:

„პრობლემა ის არის, რომ თუკი სკოლამ დაარღვია კანონი, თუკი სკოლამ უკანონოდ მოიპოვა მტკიცებულება – პირადი ინფორმაცია, პირადი მიმოწერა გადასცა გამომძიებელს… პრობლემა ლუკას ნაწილში, რა თქმა უნდა, არის ის, რომ მასზე პოლიციის განყოფილებაში განხორციელდა მუქარა დაძალადობა ანუ ის ფაქტი, რასაც ედავებიან უშუალოდ ამ მომენტში გამომძიებელს, ასევე რაზეც მშობელიც ლაპარაკობს და სხვა მოწმეც, რომ სამი, ოთხი პოლიციელი იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა სახის იძულებაში, ამ ნაწილში პაუხისმგებელი არის პოლიცია. ჩვენი პრიორიტეტი, რა თქმა უნდა არის, განყოფილებამ რამდენად დაარღვია თავისი უფლებები, რადგან თუნდაც სკოლის მხრიდან დანაშაულის ჩადენა რომ დამტკიცდეს და მტკიცებულებები პოლიციისთვის მართლაც სკოლას მიეწოდებინა, ლუკას მიმართ პრობლემა შეიქმნა უშუალოდ განყოფილებაში და განყოფილებაში მიმდინარეობდა მასზე ძალადობა და იძულება,“ – განაცხადა ადვოკატმა რევაზ აჭარაძემ.

უფლებადამცველის განმარტებით, აუცილებელია, დედასთან ერთად მოხდეს პოლიციაში ლუკა სირაძის დაკითხვის ამსახველი ვიდეოჩანაწერების დათვალიერება, რათა გამოიკვეთოს, თუ რომელი პოლიციელი, რა დროს, რა ქმედებას ახორციელებდა.

მსგავსი თემები