მალხაზ მაჩალიკაშვილი არ დაუკავებიათ

დაახლოებით 7 საათიანი დაკითხვის შემდეგ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა დატოვა.

როგორც მისი ინტერესების დამცველმა მარიამ კუბლაშვილმა განაცხადა, მათ სუს-ის შენობაში აუდიოჩანაწერი მოასმენინეს, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2 დღის წინ გაავრცელა და რომელიც საფუძვლად დაედო შესაძლო ტერორისტული აქტის მომზადების გამო მალხაზ მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ სს საქმის დაწყებას.

ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს, ამ ჩანაწერთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნებიც ჰქონდა, რაც დაკითხვის ოქმში დააფიქსირა კიდეც. თავად მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, სამართალდამცველების მხრიდან დასმულ ყველა კითხვას ამომწურავად უპასუხა. დანარჩენი, დამნაშავეა თუ არა ის, გამოძიება დაადგენს.

„არ მაქვს ძალა რამეს ვუპასუხო. რაც შეეხება ჩემს დაკავებას, ყველაფერი არის შესაძლებელი ამას გამოძიება დაადგენს. მე მაინც ვაგრძელებ აქციებს. მე რაც მითქვია, არასდროს დავმალავ“ განუცხადა მან ჟურნალისტებს.

მსგავსი თემები