„პანკისის სტატისტიკა დანარჩენს საქართველოს შეადარეთ, მამას – შვილი, ძმას – ძმა და შვილს – დედა არასდროს მოუკლავს“

ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლის, მექა ხანგოშვილის განცხადებით, პანკისის ხეობის სტატისტიკა დანარჩენი საქართველოს კრიმინალური შემთხვევების სტატისტიკას რომ შეადარონ, ერთ ფაქტსაც ვერ ნახავენ, როცა ოჯახის წევრები ერთმანეთს ხოცავენ. როგორც ხანგოშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პანკისში კრიმინალი ნულოვანია.

„პანკისში, ქისტების ცხოვრების 200 წლის მანძილზე, არც ერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც მათ იაზროვნეს არასახელმწიფოებრივად ან ჩაიდინეს ტერორისტული აქტი. ეს ჩვენგან შორს არის. შეადარონ კრიმინალის სტატისტიკა პანკისის ხეობაში და დანარჩენ საქართველოში. პანკისი ხეობაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ მამას შვილი მოეკლა, ძმას ძმა მოეკლას, შვილს დედა მოეკლას, ქალის გაუპატიურების შემთხვევები არ ყოფილა. დანარჩენი, პატარ-პატარა კრიმინალი გამორიცხულია, არ ხდებოდეს ცოცხალ ადამიანებში. კრიმინალის სტატისტიკა პანკისის ხეობაში არის ნულამდე დაყვანილი“ – აღნიშნა მექა ხანგოშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე განცხდებით, პანკისში მცხოვრებ ქისტებს ხელისუფლება მუდმივად სხვადასხვა დანაშულს აბრალეს რაც არასდროს დასრულდა: „როდესაც ყოველ ნაბიჯზე გვაძახებდნენ, რომ პანკისის ხეობაში საწვრთნელი ბაზებია, ნარკოგადამამაუშავებელი ქარხნებია, ალ-ქაიდას წევრებიც კი ჩამოიყვანეს, რა თქმა უნდა, ეს აღმაშფოთებელი იყო და განვიცდიდით. როდესაც შენი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი გაბრალებს, რომ შენ ხეობაში ტერორისტებს ზრდი და მათ ხელს აფარებ, ეს, ბუნებრივია რომ უკმაყოფილებას ზრდის და ამძაფრებს“.

მსგავსი თემები