კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული სამი პაციენტი კლინიკიდან გაწერეს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა კიდევ სამმა პაციენტმა კლინიკა უკვე დატოვა.

„ამ ეტაპზე გვყავს 39 დადასტურებული პაციენტი. ჯამურად, პირველი დღიდან აქამდე 59 პაციენტი. აქედან გუშინ საღამოს ტესტით სამ პაციენტს დაუდასტურდა გამოჯანმრთელება და სამმა პაციენტმა დღის განმავლობაში დატოვა ცენტრი“ , – აღნიშნა ეზუგბაიამ.

საერთო ჯამში, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან 22 პაციენტი განიკურნა, ქვეყნის მასშტაბით კი – 26.

მსგავსი თემები