ბათუმიდან გადმოყვანილი 10 წლის ბავშვის მშობელს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის დადასტურებული ერთი ახალი შემთხვევა ბათუმიდან გადმოყვანილი 10 წლის ბავშვის მშობელია.

„ერთი ახალი შემატებული პაციენტი ათი წლის მოზარდის მშობელია, რომელსაც დღეს დავუდასტურეთ. დღეს დილას 14-მდე ტესტი გავაკეთეთ და მშობელს დაუდასტურდა, დანარჩენი ნეგატიური იყო“ ,-  განაცხადა ეზუგბაიამ.

ამ დროისთვის საქართველოში სულ კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 131 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 26 გამოჯანმრთელებულია.

მსგავსი თემები