კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1310-ს მიაღწია

242-ით მეტი გარდაცვლილი ჩინეთში, ჰუბეის პროვინციაში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა და 1310-ს მიაღწია, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ჰუბეის პროვინციის ჯანდაცვის სამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ეს ერთ დღეში ვირუსით გარდაცვალების დადასტურებული შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელია გასული წლის დეკემბრის შემდეგ, ანუ იმ დროიდან, როდესაც პათოგენი აღმოაჩინეს.

რაც შეეხება დაინფიცირებულებთან დაკავშირებულ სტატისტიკას, ერთ დღეში კორონავირუსის დიაგნოზი კიდევ 14 840 ადამიანს დაუსვეს და დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 60,000-მდე გაიზარდა.

ჰუბეის პროვინციის ჯანდაცვის ოფიციალური პირების განმარტებით, მათ ინფექციით დაინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევების დათვლის ახალი მეთოდოლოგია შეიმუშავეს.

მსგავსი თემები