ევროპარლამენტარები საქართველოში პოლიტიკოსის დაპატიმრების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და ფაქტს ქვეყნაში დემოკრატიის უკან დახევად აფასებ

გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გამოხმაურებები გრძელდება.

ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფი “განახლებული ევროპა”, რომლის შემადგენლობაშიც პეტრას ოუშტრავიჩუსი, რამონა სტრუგარიუ, ბერნარ გეტა და კარენ მელჩიორი შედიან, გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

4 ევროპარლამენტარი საქართველოში პოლიტიკური ფიგურის დაპატიმრების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და ფაქტს ქვეყნაში დემოკრატიის უკან დახევად აფასებს.

მიმართვის ავტორები მიიჩნევენ, რომ ბოლოდროინდელი მოვლენები ქვეყანაში წინააღმდეგობას ზრდის, ართულებს მთვარობის დიალოგს ოპოზიციასთან და ევროპულ ინსტიტუტებთან.

წერილში ყველა ევროპარლამენტარს საკუთარი გზავნილი აქვს, ლიეტუველი პეტრას ოუშტრავიჩუსი “ქართული ოცნების” დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, გამოხატოს კეთილი ნება და ოპოზიციასთან პოლიტიკურ დიალოგში ჩაერთოს.

ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ საქართველო ევროპის ის მეგობარია, რომელთანაც დასავლეთს ახლო ურთიერთობის შენარჩუნება სურს.

“იმედი გვაქვს, საქართველოსა და ევროკავშირის ახლო ურთიერთობა შენარჩუნდება და ქვეყანაში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად მუშაობა გაგრძელდება,” – აცხადებენ ევროპარლამენტარები.

მსგავსი თემები