“კიმ ჩენ ინი ცოცხალი და ჯანმრთელია” – პრეზიდენტის მრჩეველი

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ცოცხალი და ჯანმრთელია. „13 აპრილიდან ის ვონსანის რაიონში იმყოფება. არანაირი საეჭვო გადაადგილება ჯერ არ დაფიქსირებულა“, – განაცხადა სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მრჩეველმა.

კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის შესახებ არსებული ცნობების ფონზე ჩინეთმა ჩრდილოეთ კორეაში მედიკოსების ჯგუფი გაგზავნა. ინფორმაციას ამის შესახებ სამ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

მანამდე ტელეკომპანია CNN-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი გულზე ჩატარებული ქირურგიული ოპერაციის შემდეგ მძიმე მდგომარეობაშია.

მსგავსი თემები