კახეთში, იმერეთსა და სამეგრელოში წითელას აფეთქებაა

გრიპის ვირუსის შემდეგ, წითელას ეპიდემია გვიტევს. 2 კვირის მონაცემებით, საქართველოში წითელას 300-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. მინისტრი ეპიდემიას ადასტურებს. მთავრობამ კი აღნიშნულთან დაკავშირებით სპეციალური განკარგულება მოამზადა.

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, ინფექცია ამ ეტაპისთვის 3 რეგიონშია გავრცელებული. ცენტრის ინფორმაციით, წითელა ძირითადად 0-დან 1 წლამდე ბავშვებშია გავრცელებული. ბავშვებში გავრცელებას კი იმით ხსნიან, რომ დედები არ იყვნენ აცრილები.

როგორც ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, მდგომარეობა რთული და სახიფათოა: „მდგომარეობა რეალურად სახიფათოა. მისი ხიფათი იქიდან მოდის რომ 90-იან წლებში, ბავშვებს, ვისაც ვაქცინაცია უნდა გაეკეთბინა, არ აქვს გაკეთებული. ისინი დღეს 40 წლამდე არიან და იმუნიტეტი არ გააჩნიათ. ამ ეტაპზე, წიტელას 300-ზე მეტი შემთვევა გვაქვს, რაც ნიშნავს ეპიდაფეთქებას. მდგომარეობა საშიშია, რადგანაც, ის 100%-ით გადამდებია. განსაკუთრებით რთულად მიდის საშუალო და უფროსი ასაკის ადამიანებში“.

მინისტრის განცხადებით, თუ მოსახლეობა არ აიცრება, ეპიდემიის ზრდა გარდუვალია. სახელმწიფო, ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად, აცრებს ყველას უფასოდ სთავაზობს. სუბარია იმ ადამიანებზე, ვისაც კალენდრის მიხედვით საჭირო ვაქცინაცია არ ჩაუტარებია.

ამ ეტაპისთვის, წითელას აფეთქება კახეთში, იმერეთსა და სამეგრელოშია. მდგომარეობა რეალურად სახიფათოა და მისი ხიფათი იქიდანმოდის, რომ 90-იან წლებში, ბავშვებს, ვისაც ვაქცინაცია უნდა გაეკეტებინა, არ აქვს გაკეტებული. ისინი დღეს 20-40 წლის ახალგაზრდები არიან, რომელთაც იმუნიტეტი არ გააჩნიათ. ახლა ჩვენ 300-ზე მეტი შემთხვევა გვაქვს, რაც ნიშნავს ეპიდაფეთქებას ეს ნიშნავს, რომელიც ზალიან საშიშია, რადგანაც დაავდება 100%-ით გადამდებია და განსაკუთრებით რთულად მიდის საშუალო და უფროსი ასაკის ადამიანებში. თუ არ იქნება მასიური აცრა ვაქცინაციით გარდაუვალი იქნება ეპიდემიის ზრდა.


წითელას ეპიდემიასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი განცხადებას ხვალ გააკეთებს.

მსგავსი თემები