“კანდიდატებმა წარმოაჩინეს სრული უუნარობა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შეუფერებლობა” – ალექსანდრე ბარამიძე

”მოლოდინი არსებობს იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ მიტაცებული სამივე შტოს პირობებში, აღსრულდება მისი ნება“ – ამის შესახებ სასამართლო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის წევრმა ალექსანდრე ბარამიძემ „მედიაცენტრ მთავარში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე ვარაუდით, ხვალ, 12 დეკემბერს, პარლამენტმა შესაძლოა მოსამართლეობის კანდიდატთა დიდი ნაწილი დაამტკიცოს:

”მოლოდინი არსებობს იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ მიტაცებული სამივე შტოს პირობებში, აღსრულდება მისი ნება. თუ ოცივეს არა, ბიძინა ივანიშვილის მორჩილი დეპუტატები, რაღაც ნაწილს 20-კაციანი სიისა, მაინც დაამტკიცებენ. მოსამართლეების კანდიდატთა მოსმენამ წარმოაჩინა სრული უგვანობა, უუნარობა, და შეუფერებლობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თანამდებობასთან. ბევრმა წარმოაჩინა თავი, როგორც შემსრულებელმა ნებისმიერი ხელისუფლებისა. გარდა ამისა, იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ვერ პასუხობდნენ ისეთ კითხვებს, რაც არათუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, არამედ, სტუდენტმა და სკოლის მოსწავლემაც კი უნდა იცოდეს. იყო ხალხი, რომლებმაც თავი წარმოაჩინეს, როგორც გაუნათლებელმა ადამიანებმა, რომ არაფერი ვთქვათ მათ შეხედულებებზე სამართლის საკითხებზე, რაც აბსოლუტურად შეუფერებელია ამ თანამდებობისთვის,“- განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.

საქართველოს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, ხვალ, 12 დეკემბერს დაამტკიცებს.

მსგავსი თემები