იტალიაში გლოვის დღეა 

ქალაქ განუაში მომხდარი ტრაგედიის გამო იტალიაში გლოვის დღეა. იტალიის ტრანსპორტის მინისტრი დამნაშავეების დასჯის პირობას იძლევა და აცხადებს, რომ ცივილიზებულ ქვეყნებში ხიდის ჩამონგრევით ადამიანები არ უნდა იღუპებოდნენ. მისი თქმით,  Autostrade per l’Italia-ს, რომელიც საავტომობილო გზების მართვა/ექსპლუატაცია ევალება, უნდა გადადგეს.

„ცივილიზებულ ქვეყნებში ხიდის ჩამონგრევით არ კვდებიან. ის, ვინც დამნაშავეა ამ ტრაგედიაში, დაისჯება. ჩვენ დიდ ფულს ვუხდით კომპანიებს, რომლებიც ჩვენს მაგისტრალებს მართავენ, ხოლო ისინი კი სასაცილო თანხებს იხდიან ლიცენზიისთვის. ისინი მილიარდებს შოულობენ და გადასახადის სახით მხოლოდ რამდენიმე მილიონს იხდიან და თავიანთ ვალდებულებებსაც კი არ ასრულებენ“, –  აცხადებს  იტალიის ტრანსპორტის მინისტრი.

ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით, ქალაქ გენუაში ხიდის ჩამონგრევის შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა.

მსგავსი თემები