“იმედი მაქვს, უახლოეს პერიოდში ამ მძიმე ისტორიის დასრულებას ერთმანეთს მივულოცავთ” – პრემიერი ვაჟა გაფრინდაშვილზე

„იმედი მაქვს უახლოეს, პერიოდში ყველას ერთად შეგვეძლება, ამ მძიმე ისტორიის დასრულება ერთმანეთს მივულოცოთ“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

პრემიერის ინფორმაციით, მთავრობა ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ყველა საერთაშორისო პარტნიორთან სრულ კოორდინაციაში მოქმედებს.

„ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან და ამ მძიმე პრობლემასთან მიმართებაში მინდა გითხრათ, რომ მთავრობის ყველა შესაბამისი უწყება ჩვენს ყველა საერთაშორისო პარტნიორთან სრულ კოორდინაციაში ვმოქმედებთ. იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში ამ მძიმე ისტორიის დასრულებას ყველა ერთმანეთს მივულოცავთ“,-განაცხადა გიორგი გახარიამ.

ქართველი ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავეს და 2-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს

მსგავსი თემები