ქობულეთში სათევზაოდ გასული თევზსაჭერი ზღვაში ჩაიძირა

  •  

ფოთიდან ქობულეთის მიმართულებით, სათევზაოდ გასული თევზსაჭერი ზღვაში ჩაიძირა. შემთხვევა ქობულეთის აკვატორიაში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, სეინერი მოძველებული იყო და მის წინა კორპუსს პრობლემები ჰქონდა, რაც ჩაძირვის მიზეზი გახდა. გემი ქაფშიით იყო დატვირთული. სეინერი ფოთში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ პირებს ეკუთვნის. 

შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ეკიპაჟის წევრები ახლოს მდებარე სეინერის ეკიპაჟმა გადაარჩინა. ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრის თქმით, სეინერზე 8 ადამიანი იმყოფებოდა.

მსგავსი თემები