“თუ „ნაციონალები“ შეძლებენ ხელისუფლებაში დაბრუნებას, ადამიანებს ტყავს გააძრობენ” – სოფიო კილაძე

“თუ “ნაციონალური მოძრაობა” შეძლებს ხელისუფლებაში დაბრუნებას, ტყავს გააძრობენ ადამიანებს ამ სიტყვის პირდაპირი და ირიბი მნიშვნელობით”, – ასე გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო კილაძე “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას პოლიციელთან შელაპარაკებას.

სოფიო კილაძე გივი თარგამაძის განცხადებასაც გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ კანონის ფარგლებში პროტესტის რადიკალურ ზომებს მიმართავენ.

“სამწუხარო იყო ჩემთვის ამ კადრების ნახვა, თუნდაც აღელვებულ სიტუაციაში როგორი დამოკიდებულება აქვთ მათ საკუთარი მოქალაქეების მიმართ. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პროფესიის წარმომადგენელი არის ეს მოქალაქე. ეს არის რეალურად მათი, მთელი “ნაციონალური მოძრაობის” დამოკიდებულება საკუთარ ხალხთან და მგონია, რომ ისინი თუ შეძლებენ ხელისუფლებაში დაბრუნებას, ტყავს გააძრობენ ადამიანებს ამ სიტყვის პირდაპირი და ირიბი მნიშვნელობით.

გივი თარგამაძისგან, რომელიც სულის ამოხდით ემუქრებოდა ოპოზიციონერებს, არ მიკვირს ამ პათოსის გაგრძელება”, – აღნიშნა სოფიო კილაძემ.

მსგავსი თემები