თბილისის საქალაქო სასამართლომ, გუშინ, ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ბესიკ გაზდელიანს ორი ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ის პარტია „ნაციონალური მოძაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრია.
შსს-ს წარმომადგენლის განცხადებით, მოქალაქე არ დაემორჩილა პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას, იკავებდა სავალ ნაწილს და ხელს უშლიდა მოქალაქეთა გადაადგილებას. მისივე თქმით, ბესიკ გაზდელიანი ყვიროდა და იყო აგრესიული.
ბესიკ გაზდელიანი სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის დააკავეს.