“თურნავა წლებია “გარდამავალი დროშასავით” ემსახურება სხვადასხვა ფინანსურ ჯგუფებს” – დავით ჭიჭინაძე

დამოუკიდებელი დეპუტატის, დავით ჭიჭინაძის განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი წლებია “გარდამავალი დროშასავით” ემსახურება სხვადასხვა ფინანსურ ჯგუფებს.

ჭიჭინაძის თქმით, პოლიტიკოსი, რომელიც არ იტყუება, ადამიანებს ეხმარება და ამაში ფულს არ იღებს, ნათია თურნავასთვის „არასერიოზულია“.

“სამაგიეროდ, მისთვის „სერიოზულია“ ის პოლიტიკოსი,  რომელიც კონკრეტულ ფინანსურ ჯგუფებს ემსახურება. პრინციპში, თავადაც  მთელი ცხოვრება, გარდამავალი დროშასავით, სხვადასხვა ფინანსურ ჯგუფებს ემსახურება და ამ მსახურებაში მიაღწია კიდევაც მინისტრობას.

და მართალია მას დღეს საკუთარი ხელმოწერილი დოკუმენტებიც კი „აღარ ახსოვს“, მისი სახელმწიფო მოღვაწეობის შესაფასებლად  მხოლოდ ტყიბულისა და „თბილსრესის“ საქმეები კმარა და ამასაც მალე დაერქმევა თავისი სახელი”, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

მსგავსი თემები