“როდესაც მივედი ექსპერტიზაზე, ლუქი იყო მოხსნილი” – მიხეილ რამიშვილი

„მე ვთქვი, რომ  ვცდილობდი, კავშირზე გავსულიყავი ამერიკის ფედერალური ბიუროში და შესაბამისად, მომეძებნა ექსპერტი. ამის განცხადება იყო თუ არა, დამიკავშირდნენ, რომ ჩვენ შევძელითო და შეგვიძლია გავხსნათო, კოდს მივაგენითო. როდესაც მივედი ექსპერტიზაზე, ლუქი იყო მოხსნილი,” – ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა  მიხეილ რამიშვილმა განაცხა, როგორც ის ამბობს, საგამოძიებო უწყებაში მას თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერი გახსნილ მდგომარეობაში დახვდა.

„მე ვთქვი, რომ  ვცდილობდი, კავშირზე გავსულიყავი ამერიკის ფედერალური ბიუროში და შესაბამისად, მომეძებნა ექსპერტი. ამის განცხადება იყო თუ არა, დამიკავშირდნენ, რომ ჩვენ შევძელითო და შეგვიძლია გავხსნათო, კოდს მივაგენითო. როდესაც მივედი ექსპერტიზაზე, ლუქი იყო მოხსნილი, გახსნილ მდგომრეობაში დამახვედრეს კომპიუტერი. კითხვაზე, თუ რას ემსახურებოდა ეს ყოველივე, მითხრეს, რომ კოდს მიაგნეს, თუმცა კომპიუტერში არ შესულან. იმ მაღალჩინოსნის ნათქვამს, რომ თქვენი გოგო შარშიაო და შემდეგში უარყოფას, რომ ამდაგვარი საუბარი არ ყოფილა, დაემთხვა ისიც, რომ თამუნას „ფეისბუქი“ წაიშალა. უკვე ბევრი კითხვის ნიშნები ჩნდება. რას ემსახურებოდა იმ მაღალჩინოსნის განცხადება, რომ შარში იყო ეს ბავშვი, თუ კომპიუტერს იმ დღეებში ვერ ხსნიდნენ და ვერ გახსნეს? სკანირება მიმდინარეობს და რამდენი საათი და დღე დასჭირდება, ვერ გეტყვით. ჩვენ მაინც ვცდილობთ, რომ ექსპერტების ჩამოყვანა მოხდეს და გადამოწმდეს, როდის იყო ბოლო შემხებლობა კომპიუტერთან“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. თავდაპირველად საქმე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით აღიძრა, თუმცა არსებულ ბრალდების კვალიფიკაციას 115-ე მუხლიც დაემატა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ამასთან, პროკურატურის დადგენილების საფუძველზე თამარ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნეს.

მსგავსი თემები