თვითმფრინავის კატასტროფაზე პასუხისმგებლობა ირანის „ისლამური რესპუბლიკის რევოლუციურ გუშაგთა კორპუსმა“ აიღო

ირანის „ისლამური რესპუბლიკის რევოლუციური გუშაგთა კორპუსი“ უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას იღებს.

როგორც ირანის „ისლამური რესპუბლიკის რევოლუციური გუშაგთა კორპუსის“ სამხედრო-კოსმოსური ძალების მეთაურმა განაცხადა, ირანის ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემამ სამგზავრო თვითმფრინავი ფრთოსან რაკეტად მიიღო. ამირ ალი ხაჯიზადეს თქმით, კატასტროფასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას სრულად იღებენ და მზად არიან, ხელისუფლების ნებისმიერ გადაწყვეტილებას დაემორჩილონ.

„უკრაინის ავიახაზების“ კუთვნილი ავიალაინერი 8 იანვარს თეირანის აეროპორტის სიახლოვეს, აფრენიდან ორ წუთში ჩამოვარდა. ბორტზე 167 მგზავრი და ეკიპაჟის ცხრა წევრი იმყოფებოდა. ავიაკატასტროფის შედეგად, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.

დღეს ირანმა აღიარა, რომ უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავი შემთხვევით ჩამოაგდეს.

მსგავსი თემები